იტალიის ქალაქ ბარიდან ქუთაისში ჩამოფრენილი თვითმფრინავის არც ერთ მგზავრს ტემპერატურა არ დაუფიქსირდა
იტალიის ქალაქ ბარიდან ქუთაისში ჩამოფრენილი თვითმფრინავის არც ერთ მგზავრს ტემპერატურა არ დაუფიქსირდა

ბარი-ქუთაისის რეისით დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილმა მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

მგზავრების თქმით, ისინი შეამოწმეს როგორც იტალიის ქალაქ ბარის, ასევე ქუთაისის აეროპორტში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეისით საქართველოში 150 მგზავრი ჩამოფრინდა. არც ერთ მგზავრს ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.