იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტის დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელს მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების მანდატი მისცა
იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტის დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელს მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების მანდატი მისცა

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტის დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელს მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების მანდატი მისცა. ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტის კანცელარიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. ახლადარჩეული პარლამენტის დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელი, რობერტო ფიკო, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა, პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ სასახლეში მიიღო.

იტალიის პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, მატარელამ ფიკოს დაავალა შეამოწმოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა“ და „დემოკრატიული პარტიის“ მონაწილეობით.

დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელმა მისიის შედეგების შესახებ პრეზიდენტს 26 აპრილს უნდა აცნობოს.