იტალიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს დაავალა
იტალიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს დაავალა

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ მთავრობის ფორმირება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯუზეპე კონტეს დაავალა.

შეხვედრა, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯუზეპე კონტეს მინისტრთა კაბინეტის შეკრება დაავალა 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ჯუზეპე კონტემ თანამდებობა გასულ კვირას, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო დატოვა.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 8 აგვისტოს, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაურმა, მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ არსებობს და მთავრობას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ჯუზეპე კონტემ სალვინი პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე წინ დაყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სალვინის მცდელობამ დაამხოს მთავრობა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანს იტალიის ეკონომიკას.