სერჯო მატარელა - ვამაყობ, რომ ვარ იტალიის პირველი პრეზიდენტი, ვინც დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია 
სერჯო მატარელა - ვამაყობ, რომ ვარ იტალიის პირველი პრეზიდენტი, ვინც დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია 

ვამაყობ, რომ ვარ იტალიის პირველი პრეზიდენტი, ვინც დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია და თან ეს ვიზიტი შედგა დამოუკიდებლობის აღდგენიდან100 წლის იუბილეზე, – ამის შესახებ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ განაცხადა.

როგორც იტალიის პრეზიდენტმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილთან ჰქონდა ძალიან თბილი და მეგობრული საუბარი.

„ჩვენი შეხვედრა ადასტურებს, თუ რამდენად ღრმა და ფართოა ჩვენი ურთიერთობების პერსპექტივები. საქართველოს იტალია უყურებს, როგორც სანდო პარტნიორს. მაქვს იმედი, რომ მეტი იტალიური კომპანია ჩამოვა საქართველოში და ისარგებლონ იმ სტაბილურობით, რომელსაც საქართველო მათ სთავაზობს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მეგობარი ქვეყნისგან ძალიან მისასალმებელია. იტალია ხელს შეუწყობს საქართველოში კეთილდღეობას და სიძლიერეს. აღსანიშნავია საქართველოს წვლილი ავღანეთში და აქტიური ჩართულობა. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს. მადლობა პრეზიდენტს, რომელმაც ჩვენს მეგობრობას ხაზი გაუსვა”, – განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი