იტალიის პრემიერი - საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას კატეგორიულად ვუჭერთ მხარს
იტალიის პრემიერი - საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას კატეგორიულად ვუჭერთ მხარს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც პრეზიდენტი წერს, ორი გზავნილი მიიღო იტალიის პრემიერისგან.

„იტალიის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს – ორ რამეს გეტყვით: ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვერაფერი შეცვლის. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქაც კატეგორიულად გიჭერთ მხარს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.