იტალიის პრემიერი - ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინის ევროპასთან დაახლოების გზა, ეს სავალდებულო რეფორმებისგან შემდგარი ხანგრძლივი პროცესია, იტალია უკრაინის გვერდით დგას
იტალიის პრემიერი - ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინის ევროპასთან დაახლოების გზა, ეს სავალდებულო რეფორმებისგან შემდგარი ხანგრძლივი პროცესია, იტალია უკრაინის გვერდით დგას

იტალიას სურს, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ იტალიის პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, იტალია ამ პროცესში უკრაინის გვერდით დგას.

„ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინის ევროპასთან დაახლოების დიდი გზა. ეს სავალდებულო რეფორმებისგან შემდგარი ხანგრძლივი პროცესია. იტალია ამ პროცესში უკრაინის გვერდით იმყოფება. იტალიას სურს, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს“, – განაცხადა დრაგიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა დღეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იტალიის მშვიდობას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას იცავს, რის გამოც იტალია მათი მადლიერია.