იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჯორჯია მელონი - უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას
იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჯორჯია მელონი - უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას

უკრაინის ომი არის კონფლიქტის აისბერგის მწვერვალი, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო წესრიგის შეცვლას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ნაციონალისტური პარტია „იტალიელი ძმების“ ლიდერმა, ჯორჯია მელონიმ ბიზნესფორუმზე განაცხადა.

იტალიელი პოლიტიკოსის განცხადებით, თუ უკრაინა დაეცემა და დასავლეთი დაიღუპება, გამარჯვებული იქნება არა პუტინის რუსეთი, არამედ სი ძინპინის ჩინეთი.

„ვინც ყველაზე სუსტია დასავლეთში, კერძოდ, ევროპაში, რისკავს აღმოჩნდეს ჩინეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელონიმ.

ჯორჯია მელონი ლიდერობს უდიდეს პარტიას მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსში, პარტია „ლიგასთან“ და სილვიო ბერლუსკონის „წინ იტალიასთან“ ერთად. 25 სექტემბერს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.