იტალიის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, შობის დღესასწაულზე დიდი წვეულებებისგან თავი შეიკავონ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, შობის დღესასწაულზე დიდი წვეულებებისგან თავი შეიკავონ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, შობის დღესასწაულზე კოცნისა და ჩახუტებისგან თავი შეიკავონ.

„დღესასწაულები ფრთხილად უნდა გავატაროთ. დიდი წვეულებები, კოცნა და ჩახუტება შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში, იანვარში ინფექციის გავრცელების ტემპი გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ საჩუქრების ყიდვას“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ.

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 653 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში პანდემიის პერიოდში იტალიაში კოვიდ-19-ით 47 870 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში აღრიცხეს 36 176 ახალი ინფიცირებული.