იტალიის პრემიერ-მინისტრი შს მინისტრს მიგრანტებთან დაკავშირებით არალოიალურობაში და აკვიატებაში ადანაშაულებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი შს მინისტრს მიგრანტებთან დაკავშირებით არალოიალურობაში და აკვიატებაში ადანაშაულებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე შინაგან საქმეთა მინისტრს, მატეო სალვინს მიგრანტებთან დაკავშირებით არალოიალურობაში და აკვიატებაში ადანაშაულებს.

ჯუზეპე კონტემ სოციალურ მედიაში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მატეო სალვინი მიგრანტების პრობლემას მხარდამჭერების მოსაზიდად იყენებს და არა იტალიელ პარტნიორებთან გამოსავლის მოსაძებნად.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის წერილ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ქალაქ კასერტაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აკვიატებული აქვს იტალიელების უსაფრთხოება და ადამიანების ტრეფიკინგში ჩართულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლა.

გასულ კვირას, მატეო სალვინიმ თქვა, რომ მისი პარტია „ლიგა“, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასთან“ არსებულ ალიანსს მხარს აღარ დაუჭერს.