იტალიის პრემიერ-მინისტრი - პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს, ეს დროის ფუჭი კარგვაა
იტალიის პრემიერ-მინისტრი - პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს, ეს დროის ფუჭი კარგვაა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს.

„სატელეფონო საუბარში პუტინს ვუთხარი, ვრეკავ იმისთვის, რომ ვისაუბრო მშვიდობაზე. ვკითხე მას – „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ საკითხის გადაჭრა“. მან მიპასუხა – „ამის დრო ჯერ არ მოსულა“. მე ვეუბნებოდი – „მიიღეთ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება“. და ისევ : „არა, ამის დრო ჯერ არ დამდგარა“. შემდეგ მან ამიხსნა გაზის საფასურის რუბლში გადახდის საკითხი, რომელიც მაშინ შემოღებულიც კი არ იყო. ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში შევხვდებოდით. შემდეგ დადგა ბუჩას ჯოჯოხეთი. ვიწყებ ფიქრს, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, ეს დროის ფუჭი კარგვაა. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვაგრძელებ მტკიცებას, რომ როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი, ის მართალია, როცა დიალოგისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებს. მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ომის საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ის, რაც ბავშვებსა და ქალებს გაუკეთეს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებსა და სატელეფონო ზარებზე“,- განაცხადა იტალიის პრემიერმა.