იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ვლადიმირ ზელენსკის მისალოცი წერილი გაუგზავნა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ უკრაინია ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის მისალოცი წერილი გაუგზავნა.
პრემიერი წერილში იმედს გამოთქვამს, რომ იტალიასა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები, ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში უფრო მეტად გაღრმავდება.
ჯუზეპე კონტე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტების დარეგულირებაში, ასევე დაგეგმილ რეფორმებში.