იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, რომელიც იტალიაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე დებატებს ეძღვნებოდა.

კონტეს თქმით, ის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ იტალიის პრეზიდენტს ესტუმრება და გადადგომის შესახებ პირადად აცნობებს.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 8 აგვისტოს, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაურმა, მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ არსებობს და მთავრობას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ჯუზეპე კონტემ სალვინი პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე წინ დაყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სალვინის მცდელობამ დაამხოს მთავრობა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანს იტალიის ეკონომიკას.

დატოვე კომენტარი