იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლიდერებმა საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან
იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლიდერებმა საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან, თუმცა პარალელურად არსებულ საერთაშორისო შეთანხმებებს უნდა სცენ პატივი.
ეს განცხადება პაოლო ჯენტილონიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმზე გააკეთა, როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპის ვიზიტის შეფასება სთხოვეს.
„აბსოლუტურად ლეგიტიმურია და გასაგები, როდესაც ლიდერს სურს საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვა, ასევე კომპანიების, ეკონომიკის ამ ყველაფერს პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს ლიმიტი”,- განაცხადა იტალიის პრემიერმა.
დონალდ ტრამპი შვეიცარიაში ხვალ ჩავა , პარასკევს ის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.