იტალიის პოლიციამ ბრიუსელში ოქტომბერში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 18 პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
იტალიის პოლიციამ ბრიუსელში ოქტომბერში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 18 პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც „როიტერი“ წერს, ეჭვმიტანილები წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან არიან. ისინი ეჭვმიტანილი არიან შეიარაღებულ თავდამსხმელთან კავშირში, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ბრიუსელში, საფეხბურთო მატჩის დროს შვედეთის გუნდის ორი გულშემატკივარი მოკლა.
თავდამსხმელი, ტუნისის მოქალაქე ბელგიის პოლიციამ თავდასხმიდან მეორე დღეს მოკლა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თავი ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრად გამოაცხადა და მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. იტალიის პოლიციის ცნობით, ის 2012-2016 წლებში იტალიაში ცხოვრობდა.