ბრიუსელში მომხდარი სროლის გამო, „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შეწყდა
ბრიუსელში მომხდარი სროლის გამო, „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შეწყდა

ბრიუსელში მომხდარი სროლის გამო, ბელგიის დედაქალაქში მიმდინარე „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბელგია-შვედეთს შორის შეწყდა.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ პროკურორები სროლას ტერორიზმად  განიხილავენ.

ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შემდეგ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა.