იტალიის პერმიერ-მინისტრი - ქვეყანაში შესაძლოა, მიზნობრივი, ლოკალური კარანტინი დაწესდეს
იტალიის პერმიერ-მინისტრი - ქვეყანაში შესაძლოა, მიზნობრივი, ლოკალური კარანტინი დაწესდეს

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, მიზნობრივი, ლოკალური კარანტინი დაწესდეს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა.

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.

„დღესდღეობით იტალიაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში და ჩვენ უკეთესადაც ვართ მომზადებული, ჯანდაცვის სისტემაც გაცილებით უკეთ არის მომზადებული“, – განაცხადა კონტემ.

იტალიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსის 302 537 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 35 758 ადამიანი.