იტალიის ციხეებში გადატვირთულობის შესამცირებლად, დამტკიცდა კანონი, რომელიც ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პატიმრებს შესაძლებლობას მისცემს, სასჯელი სახლში მოიხადონ

19:59, 29.07.2026

იტალიის პარლამენტმა ციხეებში არსებული გადატვირთულობის შესამცირებლად დაამტკიცა კანონი, რომელიც ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ ათასობით პატიმარს შესაძლებლობას მისცემს, სასჯელი სახლში მოიხადოს და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაერთოს. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

პატიმართა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, Antigone-ს მონაცემებით, იტალიის ციხეები ამჟამად დაახლოებით 140%-ით არის გადატვირთული.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, საფრანგეთთან ერთად. იტალიის იუსტიციის მინისტრის, კარლო ნორდიოს განცხადებით, ახალი კანონი, შესაძლოა, შეეხოს ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ 10 000-ზე მეტ პატიმარს, მაშინ როცა ქვეყნის ციხეებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 65 000 ადამიანი იმყოფება. დოკუმენტის მიხედვით, ამ შესაძლებლობით შეუძლია ისარგებლოს ალკოჰოლზე დამოკიდებულმა დაახლოებით 3 700-მა პატიმარმაც. თუმცა ორგანიზაცია Antigone სკეპტიკურად უყურებს ამ პროგნოზებს და აღნიშნავს, რომ პატიმართა გათავისუფლება რამდენიმე პირობის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ორგანიზაციის შეფასებით, კანონით გამოყოფილი ფინანსები თეორიულად მხოლოდ 600-მდე სარეაბილიტაციო ადგილის დაფინანსებას უზრუნველყოფს.

მსგავსი