იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას მხარი დაუჭირა
იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას მხარი დაუჭირა

იტალიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრის დროს მინისტრთა ახალ კაბინეტს ქვედა პალატის 236-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 236 კანონმდებელი იყო, 35-მა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გუშინ იტალიის ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა სენატმაც.

„მოძრაობა ხუთი ვარსკვლავისა“ და პარტია „ლიგის“ მოლაპარაკების შედეგად ჩამოყალიბებული მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაში „მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის“ ცხრა და პარტია „ლიგის“ ხუთი წარმომადგენელი მოხვდნენ. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, იტალიის ახალ მთავრობაში 18 თანამდებობაზე ქალი დანიშნეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი „ლიგის“ წარმომადგენელმა, მატეო სალვინიმ დაიკავა. ეკონომიკის სამინისტროს „მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის“ ლიდერი, ლუიჯი დი მაიო ჩაუდგა სათავეში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ენცო მოავერო-მილანეზი უხელმძღვანელებს.