იტალიის ოპერის სახლი „ლა სკალა“ საუდის არაბეთს სამ მილიონ ევროს უკან დაუბრუნებს
იტალიის ოპერის სახლი „ლა სკალა“ საუდის არაბეთს სამ მილიონ ევროს უკან დაუბრუნებს. საუდის არაბეთთან გაფორმებულმა დაფინანსების გეგმამ იტალიის საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, ელ-რიადს არაერთი სახელმწიფო აკრიტიკებს. შეთანხმების მიხედვით საუდის არაბეთის კულტურის მინისტრი საბჭოში ადგილს მიიღებდა.
პარტნიორობის გეგმა უფლებადამცველებისა და პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
„ლა სკალას“ ოპერის სახლმა საუდის არაბეთის კულტურის სამინისტროსთან 15 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პარტნიორობის შეთანხმების მიხედვით, სამი მილიონი ევრო უკვე მიიღო.
მმართველი კოალიციის წევრი პარტიის, „ლიგის“ წევრებმა „ლა სკალას“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსანდერ პერეირას გათავისუფლებაც მოითხოვეს.
ოპერის სახლის პრეზიდენტი ჯუზეპე სალა აცხადებს, რომ შეთანხმების ავტორი ალექსანდრ პერეირა თანამდებობას შეინარჩუნებს.