იტალიის ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინაც დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ჯგუფში, ევრობასკეტზე იტალიის ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 96:79 გაიმარჯვა.

თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში იტალიელებმა სამიანს სამიანი მიაყოლეს და მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

წარმატებაში ლომის წილი სიმონე ფონტეკიოს მიუძღვის, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო (10-დან 7 სამქულიანი). 14-14 ქულა ჰქონდათ დარიუს ტომპსონსა და მარკო სპისუს.

21 ქულითა და 10 მოხსნით ბოსნიის ნაკრებში საუკეთესო იუსუფ ნურკიჩი იყო.