იტალიის ნაკრების კაპიტანი, შეიძლება, საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს #1TVSPORT
ჩირო იმობილე, შესაძლოა, უკვე ზამთარში გადაბარგდეს საუდის არაბეთში, – წერს იტალიური გაზეთი La Gazzetta dello Sport.
„ლაციოს“ ფორვარდმა ადრე დაადასტურა, რომ საუდის არაბეთის კლუბები ზაფხულში მიმართავდნენ წინადადებით. მაშინ მან ყველა შეთავაზება უარყო და ახლა, ამას ნაწილობრივ ნანობს.
ზამთარში საუდის არაბეთის მხარე ისევ შეეცდება იმობილეს გადაბირებას და არც „ლაციოა“ წინააღმდეგი თავისი ბომბარდირის გაშვებაზე. რომაული კლუბი იმედოვნებს კიდევ ერთი წარმატებული გარიგების განხორციელებას იმობილეს 40 მილიონ ევროდ გაყიდვით. ზაფხულში „ლაციომ“ ასევე სარფიანად გაყიდა საუდის არაბეთში სერბი ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი.