იტალიის კუნძულ სტრომბოლიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ტურისტი დაიღუპა [ვიდეო]
იტალიის კუნძულ სტრომბოლიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ტურისტი დაიღუპა [ვიდეო]

იტალიის კუნძულ სტრომბოლიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ტურისტი დაიღუპა. თავად კუნძული ვულკანური ფერფლით დაიფარა.

როგორც ბიბისი წერს ტურისტი ვულკანზე ასვლის დროს, მოულოდნელად დაწყებული ამოფრქვევის გამო, გარდაიცვალა. კერძოდ, ტურისტს მთიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა.

ამჟამად ვულკანიდან ლავა გადმოედინება. სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ვულკანურმა ფერფლმა კუნძულზე რამდენიმე ხანძარი გააჩინა.

ამოფრქვევის ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის სტრომბოლიდან 27 კილომეტრში მდებარე კუნძულის მცხოვრებლებმაც გაიგეს. ნანახი სურათით შოკირებული ტურისტები წყალში შეცვივდნენ.

კუნძულზე მდებარე ვულკანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ბოლო ძლიერი ამოფრქვევა სტრომბოლიზე 2009 წელს მოხდა.

დატოვე კომენტარი