იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევის გამო, კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე კომიზოსა და კატანიის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

დილით ვულკანის აქტიურობამ იკლო, რის შემდეგაც აეროპორტებმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლეს.

ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია.