იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კუნძულ სიცილიაზე ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კუნძულ სიცილიაზე ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კუნძულ სიცილიაზე ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა – 48,8 ცელსიუსი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სიენენის ინფორმაციით, იტალიაში ტემპერატურის მატება აფრიკიდან წამოსული ანტიციკლონლუციფერითაა“ გამოწვეული. პროგნოზის მიხედვით „ლუციფერი“ კონტინენტური იტალიის გავლით ჩრდილოეთით მიემართება.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 48 ცელსიუსი 1977 წელს საბერძნეთში, ათენში დაფიქსირდა.