იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის გამო, 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის გამო, 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

იტალიის ერთ-ერთ მთიან რეგიონში, კომოს ტბასთან ახლოს, მეწყერის ჩამოწოლის გამო 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს.

ამ დროისთვის ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.