იტალიის დემოკრატიულმა პარტიამ და მოძრაობა „ხუთმა ვარსკვლავმა“ ახალი სამთავრობო კოალიცია შეათანხმეს
იტალიის დემოკრატიულმა პარტიამ და მოძრაობა „ხუთმა ვარსკვლავმა“ ახალი სამთავრობო კოალიცია შეათანხმეს

იტალიის დემოკრატიულმა პარტიამ და მოძრაობა „ხუთმა ვარსკვლავმა“ ახალი სამთავრობო კოალიცია შეათანხმეს მატეო სალვინის მემარჯვენე „ლიგის“ გარეშე. მანამდე მოლაპარაკებები გამართეს იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ და დემოკრატიული პარტიის მდივანმა, ნიკოლა ძინგარელამ.

„ჩვენ გვიყვარს იტალია და მიგვაჩნია, რომ ცდა ღირს“, – აღნიშნა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.

კერძოდ, დემოკრატიულმა პარტიამ და მოძრაობა „ხუთმა ვარსკვლავმა“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ ჯუზეპე კონტეს კანდიდატურა შეათანხმეს. იტალიის პრეზიდენტი კონტეს ხვალ შეხვდება და როგორც მოსალოდნელია, მას კოალიციური მთავრობის ფორმირებას დაავალებს.

8 აგვისტოს მემარჯვენე პარტიის „ლიგის“ ლიდერმა, იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი კოალიციაში მრავალ საკითხზე არსებული შიდა უთანხმოება იყო. 20 აგვისტოს ჯუზეპე კონტემ სალვინი უპასუხისმგებლო მოქმედებაში დაადანაშაულა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ პარტიებს კოალიციის ფორმირებისა და შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების თავიდან აცილებისთვის, 28 აგვისტომდე მისცა ვადა.