იტალიის ჩრდილოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა

22:00, 17.05.2023

იტალიის ჩრდილოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, რამდენიმე პირი დაკარგულად ითვლება.

გასული სამი დღის განმავლობაში, ემილია-რომანიას რეგიონში ექვსი თვის ნორმა, დაახლოებით ნახევარი მეტრი ნალექი მოვიდა, რის გამოც ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 50 000-მდე აბონენტი.

გავრცელებული ცნობით, რეგიონში 20-მდე მდინარე ნაპირებიდან გადავიდა. გაუქმდა „ფორმულა 1“-ის ემილია-რომანიას გრანპრის ჩატარება, რომელიც ამ უქმეებზე უნდა გამართულიყო.

მსგავსი