იტალიის ჩრდილოეთით ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა
იტალიის ჩრდილოეთით ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

იტალიის ჩრდილოეთით, კომოს ტბის რაიონში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასევე გადაკეტილია გზები.

ლომბარდიის რეგიონში, ლეკოს პროვინციაში უკვე რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს. მთიან რეგიონებში თოვლის დნობის გამო, მდინარეები ადიდდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში შეჩერებულია სატრანსპორტო და სარკინიგზო მიმოსვლა.

მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.