იტალიის ჩემპიონატის XIV ტური - კრიშტიანოს ჰეთ-თრიკი და იბრაჰიმოვიჩის უგოლო დებიუტი
იტალიის ჩემპიონატის XIV ტური - კრიშტიანოს ჰეთ-თრიკი და იბრაჰიმოვიჩის უგოლო დებიუტი

იტალიის სერია A-ში მე-18 ტურის რამდენიმე შეხვედრა დასრულდა. ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა „კალიარი”. მეორე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ. კიდევ ერთი გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა.

„მილანში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება შედგა. შვედმა „სამპდორიასთან“ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 55-ე წუთზე კშიშტოფ პიონტეკის ნაცვლად შევიდა. ვეტერანმა ერთი სახიფათო დარტყმა შეასრულა თავით, მაგრამ გენუელთა მეკარემ აუღო. საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა.

კიდევ ერთ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტმა „ატალანტამ” „პარმა“ 5:0 გაანადგურა. ბერგამოელთა რიგებში გაიტანეს – ალეხანდრო გომესმა, რემო ფროილერმა, რობინ გოსენსმა და ორჯერ იოსიპ ილიჩიჩმა. საინტერესოა, რომ „ატალანტამ” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ანგარიშით – 5:0.

„იუვენტუსი“ 45 ქულით ლიდერობს. მას სამი ქულით ჩამორჩება „ინტერი”, რომელიც ორშაბათს თავის შეხვედრას სტუმრად „ნაპოლის“ წინააღმდეგ გვიან ჩაატარებს. ეს მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.