იტალიის ალპებში მცირე ზომის თვითმფრინავი საბაგიროს ბაგირებს გამოედო და დაეკიდა

00:36, 10.10.2019

იტალიის ალპებში მცირე ზომის თვითმფრინავი საბაგიროს ბაგირებს გამოედო და დაეკიდა. ინციდენტის დროს, მფრინავი კაბინიდან გადმოვარდა. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. თვითმფრინავის ერთადერთი მგზავრი უვნებელი გადარჩა.

შემთხვევა სამთო-სათხილამურო კურორტ პრატო ვალენტინოში ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს მოხდა, თუმცა იტალიის სამაშველო სამსახურმა ფოტოები ახლა გამოაქვეყნა.

გამოძიება მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

მსგავსი