იტალიის ახალმა მთავრობამ საკუთარ პორტში მიგრანტებით სავსე გემი შეუშვა
იტალიის ახალმა მთავრობამ საკუთარ პორტში მიგრანტებით სავსე გემი შეუშვა

იტალიის ახალმა მთავრობამ საკუთარ პორტში მიგრანტებით სავსე გემი შეუშვა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ფრანგული ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემმა ლამპედუზას პორტში 82 მიგრანტი მიიყვანა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიოს განმარტებით, იტალიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა ჰუმანიტარული გემის ბორტზე მყოფი მიგრანტების მიღების პირობა დადეს.

როგორც „როიტერი“ იუწყება ბორტზე აფრიკელი მიგრანტები იმყოფებიან. ისინი ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გასულ კვირას ლიბიის სანაპიროებთან გადაარჩინეს.

იტალიის ახალმა მთავრობამ, რომლის სათავეშიც პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე იმყოფება, ოფიციალურად მუშაობა 10 სექტემბერს დაიწყო. ახალი მთავრობა მიგრანტებთან დაკავშირებით არსებულ პოლიტიკას შეამსუბუქებს.