იტალიიდან საქართველოში 16 მეზღვაური დაბრუნდა 
იტალიიდან საქართველოში 16 მეზღვაური დაბრუნდა 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ თბილისი-რომის სპეციალური რეისით ხუთი მეზღვაური გაფრინდა, საქართველოში კი „კოლუმბია შიფ მენეჯმენტის“, „ელ-ვიქტორიისა“ და ლატვიის სანაოსნო კომპანიაში დასაქმებული 16 მეზღვაური დაბრუნდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების ჩართულობით ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და გემზე შეცვლის პროცესი გრძელდება.

დატოვე კომენტარი