იტალიიდან ავსტრიაში მიმავალ მატარებელს, რომელიც შემოწმების მიზნით გაჩერებული ჰყავდათ, გზის გაგრძელების უფლება მისცეს
იტალიიდან ავსტრიაში მიმავალ მატარებელს, რომელიც შემოწმების მიზნით გაჩერებული ჰყავდათ, გზის გაგრძელების უფლება მისცეს

იტალიიდან ავსტრიის მიმართულებით მიმავალ მატარებელს, რომელიც შემოწმების მიზნით გაჩერებული ჰყავდათ, გზის გაგრძელების უფლება მისცეს.

მატარებელი მას შემდეგ გააჩერეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ორ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა. ორ გერმანელ ქალს ტესტი ჩაუტარდა, ნეგატიური პასუხის შემდეგ კი მატარებელს გზის გაგრძელების უფლება მისცეს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 152 დაინფიცირებულია. ყველაზე რთული მდგომარეობაა ქვეყნის ჩრდილოეთით, ლომბარდიაში, სადაც ვირუსის 110 შემთხვევა დაფიქსირდა.