იტალიელმა მოტომრბოლმა მეტოქის მოტოციკლი დაამუხრუჭა (ვიდეო)
სკანდალური შემთხვევა მოხდა Moto2-ის კლასში სან მარინოს გრანპრის დროს. იტალიელმა მრბოლელმა რომანო ფენატიმ ხისტი მანევრის შემდეგ, რომელიც მისმა თანამემამულემ სტეფანო მანციმ შეასრულა, ემოციები ვერ შეიკავა.
ფენატი დაეწია მანცის, რომელიც მისი ტრასიდან გადაგდებას ცდილობდა და მის მოტოციკლზე მუხრუჭს ხელი დააჭირა. მანციმ მოასწრო რეაგირება და წონასწორობა შეინარჩუნა, მაგრამ პოზიცია დაკარგა.
FIM MotoGP Stewards 📋
Black flag Romano Fenati for irresponsible riding 🏴#Moto2 #SanMarinoGP pic.twitter.com/sTqv6nhZer
— MotoGP™🇸🇲🏁 (@MotoGP) September 9, 2018
რბოლის სტიუარდებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ და ფენატის შავი დროშით ანიშნეს დისკვალიფიკაცია. მოგვიანებით, მას მომდევნო ორ ეტაპზე გამოსვლაც აუკრძალეს.
თავის მხრივ, ხისტი მანევრისთვის დაისაჯა მანციც – ის შემდეგ ეტაპის სტარტზე ექვს პოზიციას დაკარგავს.