იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა მაქსიმ მბანდამ მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანაზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის მორაგბეს არანაირი სამედიცინო განათლება არ აქვს, მან მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ თანამემამულეებს კორონავირუსთან ურთულეს ბრძოლაში დაეხმაროს. მბანდა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია და ყოველდღიურად კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან უწევს ურთიერთობა.
„მას შემდეგ რაც სარაგბო ტურნირები გაუქმდა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ იტალიელ ხალხს უნდა დავხმარებოდი. მოვიძიე ყვითელი ჯვარი, რომელსაც მოსახლეობისთვის მიაქვს მედიკამენტები და საკვები. ასევე ვეხმარები დაინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოში გადაყვანაში. ძალიან კრიზისული სიტუაციაა და რთული დღეების გამოვლა გვიწევს, თუმცა მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო დღეს.“-განაცხადა იტალიელმა მორაგბემ
მაქსიმ მბანდა იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა, 2016 წლიდან კი ქვეყნის მთავარ ნაკრებში თამაშობს.