იტალიელი ლაპადულა პერუს ნაკრებში ითამაშებს
იტალიელი ლაპადულა პერუს ნაკრებში ითამაშებს

„ბენევენტოს“ ფორვარდმა ჯანლუკა ლაპადულამ მიიღო პერუს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება და მზად არის ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.

ცოტა ხნის წინ დაიწერა იმის შესახებ, რომ 30 წლის ფეხბურთელი ახლოს არის პერუს მოქალაქეობის მიღებასთან. როგორც ირკვევა, პერუს ნაკრების მთავარ მწვრთნელს რიკარდო გარეკას უკვე შეუძლია ლაპადულას მიწვევა გაფართოებულ სიაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის უახლოესი შესარჩევი მატჩებისთვის ჩილესა და არგენტინის წინააღმდეგ. ეს შეხვედრები 13 და 17 ნოემბერს გაიმართება.

30 წლის ლაპადულა იტალიაში დაიბადა, მთელი კარიერა იტალიურ კლუბებში გაატარა და ერთხელ იტალიის მეორე ნაკრებში ითამაშა – 2017 წელს, სან მარინოს წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მაგრამ ფეხბურთელის დედა წარმოშობით პერუელია, რისი წყალობითაც, ფორვარდს შეუძლია პერუს ნაკრებში ითამაშოს.

ადრე ლაპადულამ ტატუ გაიკეთა თავისი ფესვების პატივსაცემად – სხეულზე ამერიკელი აბორიგენის პორტრეტი დაიხატა.

ამ სეზონში ლაპადულამ ხუთი მატჩი ჩაატარა სერია A-ში, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.