იტალიელი ეპიდემიოლოგი - მაყურებელს მატჩებზე ოქტომბრამდე ვერ ვნახავთ
იტალიელმა ეპიდემიოლოგმა პიერლუიჯი ლოპალკომ გააკეთა პროგნოზი იმის თაობაზე, როდის შეძლებენ იტალიელი გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას.
„ვფიქრობ, გულშემატკივრებს ტრიბუნებზე ოქტომბრამდე არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება გადაადგილებაზე შეზღუდვებს, ის მინიმუმ ზაფხულამდე იქნება ძალაში.
შესაძლოა, მოხდეს საკარანტინო წესების გარკვეული შერბილება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს მაქსიმალურად ნელ ტემპში და დიდი სიფრთხილით”, – მოჰყავს სპეციალისტის სიტყვები გაზეთ „რეპუბლიკას“.
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა.