იტალიელი ჟურნალისტი – გვარდიოლას იუვენტუსთან ზეპირი შეთანხმება აქვს

09:54, 09.03.2019

გამოცემა ჯორნალეს (Il Giornale) ჟურნალისტმა ლუიჯი გუელპამ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შესაძლოა იუვენტუსი ჩაიბაროს.

„ცნობილი გახდა, რომ პეპმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწია იუვენტუსთან ოთხწლიანი კონტრაქტის თაობაზე. ეს გავიგე იმავე ადამიანისგან, ვინც თავის დროზე მითხრა, რომ კრიშტიანო რონალდო ტურინში გადადიოდა“, – წერს გუელპა.

გვარდიოლას კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან 2021 წლის ივნისამდეა ძალაში. ესპანელი ინგლისურ კლუბს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს და მასთან ერთად ოთხი ტიტული მოიგო.

მსგავსი