იტალიელი ჟურნალისტი - აიკ და „სარაევო“ გულიაშვილის ტრანსფერის დასრულებასთან ახლოსაც არ არიან #1TVSPORT
ბოლო დროს დროს ბოსნია-ჰერცეგოვინის მედიაში იწერებოდა, რომ პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილის „სარაევოდან“ შვედურ აიკ-ში ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებული იყო.
თუმცა, იტალიელი ჟურნალისტი ლორენცო ლეპორე ამტკიცებს, რომ ყველაფერი იდეალურად არაა, „სარაევო“ და აიკ-ი ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოსაც არ არიან.
„აიკ-ი და „სარაევო“ გულიაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ჯერ არ შეთანხმებულან, მიუხედავად ბოსნიური მედიის ცნობისა, რომ გარიგება უკვე მიღწეულია. ამ ეტაპზე კლუბები არ შეთანხმებულად და ტრანსფერის დასრულებასთან ახლოსაც არ არიან“, – ამტკიცებს ლეპორე.
„სარაევოს მწვრთნელმა მარიო ცვიტანოვიჩმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ზამთარში ქართველი ფეხბურთელის დატოვება სურს, „სარაევოს“ თავდამსხმელმა ისმირ მირვიჩმა განაცხადა, რომ კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს რუსეთიდან გულიაშვილის ტრანსფერზე 2.5 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება უარყო“, – ამის შესახებ გამოცემა Faktor წერს.