იტალიელ მწვრთნელს „სამგურალში“ გიორგი ნერგაძე ჩაანაცვლებს #1TVSPORT
იტალიელ მწვრთნელს „სამგურალში“ გიორგი ნერგაძე ჩაანაცვლებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალს“, რომელიც 7 მაისს ეროვნულ ლიგაში „გაგრას” უმასპინძლებს, მთავარი მწვრთნელის რანგში მოედანზე გიორგი ნერგაძე გაიყვანს.

იტალიელმა სპეციალისტმა, როდოლფო ვანოლიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 5 მაისს დატოვა. გუნდს, ასევე, მისი ასისტენტი დარიო ნუჰუც გამოემშვიდობა. ახალი მწვრთნელის ვინაობა კი უცნობია.

გიორგი ნერგაძე „სამგურალის“ სპორტული დირექტორის პოსტზე 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. 42 წლის სპეციალისტი წყალტუბოელია. ნერგაძემ ფეხბურთელის კარიერა წყალტუბოს „სამგურალში“ დაასრულა და მწვრთნელობაც იქ დაიწყო.

გიორგი იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და „სამგურალი 2-ის“ მთავარი მწვრთნელი. ბოლოს გუნდის მწვრთნელ-ანალიტიკოსის პოზიციებზე მუშაობდა. გიორგი ნერგაძე უეფა-ს PRO ლიცენზიის კურსს გადის.

წყალტუბოს „სამგურალი“ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში „გაგრას” 7 მაისს უმასპინძლებს. მატჩი წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში 20:00 საათზე დაიწყება.