იტალიაში, ზღვაში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
იტალიაში, ზღვაში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

იტალიის ქალაქ ბარიში, ზღვაში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 31 წლისაა. ცხედარი მოქალაქეებმა ნახეს და სანაპირო დაცვის სამსახურს შეატყობინეს.

ჯერჯერობით უცნობია, მომხდარი უბედური შემთხვევაა თუ თვითმკვლელობა.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მიმდინარეობს გამოძიება.