იტალიაში ყველაზე ძვირი ფეხბურთელების სია შეადგინეს
იტალიაში ყველაზე ძვირი ფეხბურთელების სია შეადგინეს

იტალიურმა ვებგვერდმა „პლეირეიტინგსმა“ (Playratings) შეადგინა ალგორითმი, რომელმაც გამოთვალა – რა სატრანსფერო ღირებულება ექნებოდათ ძველი ეპოქის ფეხბურთელებს თანამედროვე ბაზარზე. ამ რეიტინგის ავტორებმა შეადგინეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული რვა ფეხბურთელის სია:

1. რონალდო (ბრაზილია) – 383 მლნ.

2. დიეგო მარადონა (არგენტინა) – 345 მლნ.

3. კრისტიან ვიერი (იტალია) – 334 მლნ.

4. მიშელ პლატინი (საფრანგეთი) – 334 მლნ.

5. მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია) – 292 მლნ.

6. გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა) – 281 მლნ.

7. გონსალო იგუაინი (არგენტინა) – 264 მლნ.

8. ნეიმარი (ბრაზილია) – 222 მლნ.

სატრანსფერო ღირებულების დათვლისას, PlayRatings-ის ავტორებმა გამოიყენეს შემდეგი მონაცემები: ტრანსფერის თანხა, რომლითაც ესა თუ ის ფეხბურთელი გაიყიდა; გატანილი გოლების რაოდენობა და გადასვლის მომენტში ასაკი. სწორედ ამ მიზეზით არ არის რეიტინგში ლიონელ მესი – არგენტინელს მთელი კარიერა “ბარსელონაში” აქვს გატარებული.

დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი მოთამაშეა კილიან მბაპე “პარი სენ-ჟერმენიდან” – ის შეფასებულია 200 მილიონ ევროდ.

ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერი იყო ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ გადასვლა.