იტალიაში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას ორი ადამიანის ემსხვერპლა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე პო სამი მეტრით ადიდდა, რამაც რამდენიმე დასახლებული პუნქტი დატბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომბარდიაში, პიემონტსა და ლიგურიაშია, სადაც წყალდიდობას მეწყერიც მოჰყვა.

რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სარკინიგზო ხაზები, ჩახერგილია გზები.

დატოვე კომენტარი