იტალიაში ვულკანი სტრომბოლი კვლავ იფრქვევა [ვიდეო]

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი კვლავ იფრქვევა.

ვულკანის კრატერიდან ლავა და ფერფლი ამოდის. ამის მიუხედავად ვულკანის მიმდებარე რაიონებს ტურისტები მაინც სტუმრობენ.

ვულკანი სტრომბოლი ამავე სახელწოდების იტალიურ კუნძულზე, სიცილიასთან ახლოს მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

სტრომბოლი 3 ივლისსაც ამოიფრქვა. მაშინ ერთი ტურისტი დაიღუპა.