იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება 23:00 საათამდე ექნებათ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი.

იტალიელები 200 სენატორს და 400 დეპუტატს ირჩევენ. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, იტალიაში მემარჯვენე კოალიცია ლიდერობს. მათი გამარჯვების შემთხვევაში, იტალიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ულტრა მემარჯვენე მთავრობა და ქალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება.