იტალიაში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში უამინდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ტელეკომპანია „რაინიუსი24“ იუწყება, 27 წლის ქალი ტორნადოს შედეგად გარდაიცვალა, რომელმაც დასახლებულ პუნქტ ფოჩენეს გადაურა. ფოჩენე რომიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.

ტორნადოს გამო დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი, შენობებს კი ქარმა სახურავი გადახადა.

გუშინ, 27 ივლისს სამხრეთ ტიროლის რეგიონში ნორვეგიელი მორბენალი მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ის რეგიონულ გარბენში მონაწილეობდა, თუმცა შეჯიბრი ამინდის გაუარესების გამო გადაიდო.

იტალიაში ძლიერი სიცხის შემდეგ მეტეოროლოგები წვიმას, ქარსა და ჭექა-ქუხილს პროგნოზირებენ. ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.