ტყის ხანძრისა და ძლიერი ქარიშხლის შედეგად სიცილიაში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა
ტყის ხანძრისა და ძლიერი ქარიშხლის შედეგად სიცილიაში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ტყის ხანძრისა და ძლიერი ქარიშხლის გამო, სიცილიაში, პალერმოს აეროპორტი დაიხურა, დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, სიცილიის დედაქალაქის აეროპორტი დაიკეტა, რადგან ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეფერხებულია საგზაო და სარკინიგზო მოძრაობა.

აღმოსავლეთ სიცილიის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 47.6 გრადუსამდე გაიზარდა.

მაღალი ტემპერატურის გამო იტალიის 16 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. მათ შორისაა პალერმო და კატანია, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და შეზღუდულია წყალმომარაგება.

ამავდროულად, მილანში ქარიშხალმა სახლებს გადაჰხადა სახურავები, გადაკეტა გზები და შეაფერხა მიწისზედა ტრანსპორტი.

ცნობისთვის, იტალია ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კლიმატის ცვლილებით.