იტალიაში ტურისტების ავტობუსი გზიდან გადავარდა [ვიდეო]

იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე, 15 ადამიანი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ავტობუსში რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იტალიაში ჩასული მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

წინასწარი ცნობით, ავარიის დროს ავტობუსში სულ 60 მგზავრი იყო.

იტალიაში რუსეთისა და სომხეთის საელჩოებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დაშავებულთა შორის მათი მოქალაქეები არიან.

იტალიაში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, დაშვებულია რუსეთის 10 მოქალაქეა. ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია. სომხეთის საელჩოს ცნობით, დაშავდნენ სომხეთის მოქალაქეებიც.

ამასთან, საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ზუსტდება, იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ტურისტების ავტობუსში, რომელიც იტალიაში ავარიაში მოჰყვა.

იტალიური მედია წერს, რომ ავტობუსი ქალაქ სიენადან ფლორენციაში მიემგზავრებოდა.