იტალიაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
იტალიაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

იტალიაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გამომძიებლების ცნობით, გამბიის მოქალაქე ნეაპოლში აიყვანეს. ის თავდასხმის მოწყობას ესპანეთში ან საფრანგეთში აპირებდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა წვრთნა ლიბიის უდაბნოში გაიარა, სადაც კიდევ ერთი მიგრანტი გაიცნო, რომელიც რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

პოლიციაში ამბობენ, რომ სილა ოსმანი 13 კაციანი ექსტრემისტული დაჯგუფების წევრი იყო. სავარაუდოდ, ყველა მათგანი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. საქმის გამოძიება გრძელდება.