იტალიაში, სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის გამოძიებისას, ცხრა ადამიანი დააკავეს
იტალიაში, სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის გამოძიებისას, ცხრა ადამიანი დააკავეს

იტალიაში სამართალდამცველებმა კორუფციული სქემის გამოძიების ფარგლებში ცხრა ადამიანი დააკავეს.

როგორც სააგენტო ANSA წერს, საუბარია საფეხბურთო კლუბ „რომას“ ახალი სტადიონის მშენებელობასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე. დაკავებულთა შორის არის სტადიონის კონსტრუქტორი ლუკა პარნაზი. ის იპოდრომის მფლობელი კომპანიის გაკოტრების გამოძიების მთავარი ფიგურანტია. სწორედ იპოდრომის ადგილას შენდება ახალი საფეხბურთო მოედანი.

დაკავებულთაგან ექვსს წინასწარი პატიმრობა, სამს კი შინაპატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულთა შორის არიან ლაციოს რეგიონული საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბერლუსკონის პარტიის Forza Italia-ს წევრი ანდრეა პალოცი და რომის წყალმომარაგების კომპანიის პრეზიდენტი ლუკა ლანცალონე.

საფეხბურთო არენის აშენება მდინარე ტიბროსის ნაპირზე 2020 წლამდე იგეგმება. სტადიონის მშენებლობის წინააღმდეგ ქალაქში საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.